მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა
მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მიზეზად MiG-31K-ის აფრენა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსებმა მიკოლაევის რეგიონიც დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.