"MEGOBARI Act"-ს დიდი ალბათობით მიიღებენ, ამას კონგრესში წყაროები მეუბნებიან - რაუფოღლუ

თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე წარმატებით წარსდგა.
ჟურნალისტის ცნობით, კენჭისყრა დღეს ჩატარდება და დოკუმენტს, სავარაუდოდ, დაამტკიცებენ.
საქართველოს მისამართით სანქციების შესახებ კანონპროექტი (ასევე ცნობილი როგორც MEGOBARI Act) წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე კარგად წარდგა. კომიტეტის სრული კენჭისყრა დღეს არის მოსალოდნელი. "დიდი ალბათობით კომიტეტი მას მიიღებს", - ამას კონგრესში არსებული წყაროები მიდასტურებენ", - წერს რაუფოღლუ.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.