ორბანი ტრამპს შეხვდება - მედია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი დღეს, ფლორიდაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
საერთაშორისო გამოცემის ცნობით, ვიქტორ ორბანი ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე იმყოფება, რომლის დასრულებისთანავე უნგრეთის პრემიერი ტრამპთან შესახვედრად მარ-ა-ლაგოში გაემგზავრება.
რუსეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერს კრემლში უმასპინძლა. პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატორი ვიქტორ ორბანი იყო. მოსკოვში ვიზიტამდე უნგრეთის პრემიერი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ მას გარკვევით უთხრა, რომ უკრაინა ომს მხოლოდ საკუთარი პირობებით დაასრულებს, რაც გულისხმობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.