ტაჯიკეთის პრეზიდენტის დის კოვიდით გარდაცვალების გამო ნათესავებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს

28.07.21 10:25
ტაჯიკეთის პრეზიდენტის დის კოვიდით გარდაცვალების გამო ნათესავებმა  ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს

ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის, და covid-19-ით  გარდაიცვალა, რის გამოც ჯანდაცვის მინისტრს მისი შვილები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავს დაესხნენ ასევე საავადმყოფოს დირექტორსაც, სადაც რაჰმონის და მკურნალობდა. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post  ავრცელებს. 

ემომალი რაჰმონის და საავადმყოფოში გადაყვანიდან 10 დღეში გარდაიცვალა. ცოტა ხნით ადრე კორონავირუსით გარდაიცვალა ასევე პრეზიდენტის სიდედრიც. 

ქვეყანაში კოროვირუსის გავრცელებას  ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თვეების განმავლობაში უარჰყოფდნენ.