ბაიდენი ზელენსკის: ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, წერტილი

11.07.24 22:48
ბაიდენი ზელენსკის: ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, წერტილი

აშშ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა. ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის საუბარი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე შედგა.

ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, წერტილი. ალიანსის პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ამ ზაფხულში უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მივაწოდოთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლაც და ვიქნებით მომავალშიც," - უთხრა ბაიდენმა ზელენსკის.

მსგავსი სიახლეები