"პუტინთან საუბრის აზრს ვერ ვხედავ" - ბაიდენი

12.07.24 10:16
"პუტინთან საუბრის აზრს ვერ ვხედავ" - ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი პუტინთან მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე "ამერიკის ხმის" კითხვის საპაუხოდ ისაუბრა.

მე არ ვარ მზად პუტინთან სასაუბროდ, რადგან ის არ არის მზად თავისი ქცევის შესაცვლელად, - განმარტა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ „პუტინს პრობლემა აქვს“, რადგან ის სამხედრო წარმატებებით ვერ დაიკვეხნის.

ამ ომში, რომელიც მან ვითომ მოიგო... ადრე რუსეთის ფედერაციას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის 17,3% ჰქონდა, ახლა კი 17,4%, - თქვა ბაიდენმა. 

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ "საშინელი ზიანი" მიაყენა უკრაინას, მოკლა უამრავია ადამიანი და თავად დაკარგა 350 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მილიონზე მეტმა ადამიანმა, განსაკუთრებით ტექნიკური უნარების მქონე ახალგაზრდებმა, დატოვა რუსეთის ფედერაცია, რადგან ამ ქვეყანაში მომავალს ვერ ხედავენ.

ამიტომ, წარმატება, რომელშიც პუტინი მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს, მედიის კონტროლსა და დეზინფორმაციაზეა დაფუძნებული.

მათ აქვთ პრობლემები, მაგრამ რასაც ახერხებენ არის ის, რომ აკონტროლებენ საზოგადოების რეაქციას, ასევე, ინფორმაციას, რომელიც ხალხამდე აღწევს. ისინი ატყუებენ ამომრჩევლებს იმის შესახებ, თუ რა ხდება. ასე რომ, აზრი, რომ ჩვენ შეგვიძლია ძირეულად შევცვალოთ რუსეთი უახლოეს მომავალში, ნაკლებად სავარაუდოა, – განაცხადა ბაიდენმა.

მას მიაჩნია, რომ პუტინის შეკავება დასავლეთის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მას აქვს იმპერიალისტური გეგმები უკრაინის საზღვრებს მიღმა.

ერთი რამ უდავოა - თუკი რუსეთის ფედერაციას მივცემთ უფლებას, მიაღწიოს წარმატებას უკრაინაში, მე გირჩევთ, წაიკითხოთ პუტინის გამოსვლა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, წაიკითხეთ რა არის მისი მიზანი, - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკება ნებისმიერ პოლიტიკოსთან აწარმოოს.