NATO-ს სამიტზე უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს

12.07.24 10:28
NATO-ს სამიტზე უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს

ვაშინგტონში ნატოს სამიტის დასრულებისას, ქვეყნების ლიდერებმა უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი  "უკრაინის კომპაქტი" მიიღეს. 

დოკუმენტი ავსებს G7-ის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც შეთანხმებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტზე ვილნიუსში ერთი წლის წინ. მას 32 მონაწილე შეუერთდა. მათ შორისაა 23 ქვეყნის ლიდერი, რომლებთანაც უკრაინას უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უკვე აქვს გაფორმებული.

შეთანხმების მიღებისას ისაუბრეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და უკრაინის ლიდერმა ვლადიმერ ზელენსკიმ.


 

მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და წვრთნის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია რუსული ჯარების მოსაგერიებლად,- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. 


 


მისი თქმით, შეთანხმება მიღებულ იქნა იმის დასადასტურებლად, რომ თუ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი კვლავ თავს დაესხმება უკრაინას, ხელმომწერები ომში მყოფ ქვეყანას მხარს დაუჭერენ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე აქტიური მუშაობა მიმდინარე წელს გაგრძელდა, მაგრამ ეს შეთანხმებები არ ცვლის ნატოს წევრობას.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გადამწყვეტია ჩვენი უსაფრთხოებითვის.  არსებობს 23 ძლიერი შეთანხმება და იქნება შეთანხმებები სხვა ქვეყნებთანაც. ჩვენ გვაქვს ისტორიულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, - აღნიშა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ცნობილია, რომ დოკუმენტი ღიაა სხვა ქვეყნების ხელმოწერისთვისაც. იგი ადგენს გრძელვადიან სამხედრო და თავდაცვით მხარდაჭერას, მომავალი უკრაინის თავდაცვის ძალების განვითარებას და პარტნიორებს შორის გადაუდებელი კონსულტაციების მექანიზმს მიმდინარე ომის ესკალაციის ან შესაძლო მომავალი აგრესიის შემთხვევაში. 

მსგავსი სიახლეები