225 მლნ დოლარის აღჭურვილობა და ტექნიკა - აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს
ამერიკა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას ჰპირდება. შტატები კიევში 225 მილიონი დოლარის აღჭურვილობას და ტექნიკას გააგზავნის. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად უთხრა. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთსს ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულის ბოლოდან უკრაინის საჰაერო სივრცეში F16-ები გამოჩნდენენ.
ამერიკის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები ნატოს მოკავშირეებთან უკვე დაწყებულია. "ჩვენ თქვენს გვერდით ვართ," - ეუბნება ბაიდენი ზელენსკის.