აშშ-ს და გერმანიის სპეცსამსახურებმა, სავარაუდოდ, რუსეთს არმინ პაპერგერის მკვლელობის გეგმა ჩაუშალეს
ამერიკის და გერმანიის სპეცსამსახურებმა, სავარაუდოდ, რუსული მოკვლის გეგმა ჩაშალეს. CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აღკვეთილია არმინ პაპერგერის მკველობის მცდელობა, რომელსაც სავარაუდოდ, კრემლის დაკვეთით ამზადებდნენ.
პაპერგერი გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელია. ეს არის უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი ქვეყანა, რომელიც, მათ შორის, საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას უკრაინასაც აწვდის.
მედია წერს, რომ შესაძლოა, სწორედ ეს გარემოება ყოფილიყო რუსეთისთვის დივერსიის მოწყობის მიზეზი.