ოკუპანტების იერიში დონეცკის ოლქზე - არის მსხვერპლი

13.07.24 10:15
ოკუპანტების იერიში დონეცკის ოლქზე - არის მსხვერპლი

6 დაღუპული და 19 დაშავებული - ოკუპანტები გუშინ დონეცკის ოლქს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური ავრცელებს. 

კერძოდ, რუსებმა კრამატორსკის ოლქის, ქალაქ ლიმანში ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. განადგურდა კერძო სახლები და მინიმუმ ერთი კერძო მანქანა. 

პოკროვსკის რაიონში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი. 

სულ მცირე 2 ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოყვა ქალაქ კოსტიანტინივკაში ინტენსიური დაბომბვისა და ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი. სამაშველო სამუშაოების დროს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ნანგრევებიდან 2 ცხედარი ამოიყვანეს.

მსგავსი სიახლეები