ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა - რას ამბობენ მხარეები

13.07.24 10:25
ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა - რას ამბობენ მხარეები

პენტაგონის პრესმდივანის განცხადებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა.

საბრინა სინგის თქმით, "მდივანმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი".

რუსეთის თავდაცვა კი ამბობს, რომ მხარეებმა ესკალაციის რისკების შემცირების საკითხი განიხილეს.