ნეპალში 2 სამგზავრო ავტობუსი მეწყერმა ჩაიტანა - მაშველები 70-მდე ადამიანს ეძებენ

13.07.24 10:30
ნეპალში 2 სამგზავრო ავტობუსი მეწყერმა ჩაიტანა - მაშველები 70-მდე ადამიანს ეძებენ

ნეპალში ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს. ჩიტვანიის პროვინციაში მაშველები ამ დრომდე ვერ აგნებენ მდინარეში  გადავარდნილი ორი ავტობუსის მგზავრებს. გაუჩინარებულია 70-მდე ადამიანი.  

სამგზავრო ტრანსპორტი მეწყერმა მოიყოლა და დინებამ წაიღო. ბაღმათის რაიონში ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაა. მაშლებს სამუშაოებში ხელს უშლით ადიდებული მდინარის ტალახიანი წყალიც. უგზო-უკვლოდ დაკარგულ მგზავრებს შორის შვიდი სავარაუდოდ ინდოეთის მოქალაქეა.

მსგავსი სიახლეები