ზელენსკი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ეწვევა
The Guardian-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ეწვევა - უკრაინის პრეზიდენტი 18 ივლისს ოქსფორდშირის საგრაფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება.
ამასთანავე, დღეს, 13 ივლისს, ზელენსკი ირლანდიაში ჩავა და პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისს შეხვდება.