არგენტინამ "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა - მედია

13.07.24 14:25
არგენტინამ "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა - მედია

Associated Press-ის ინფორმაციით, არგენტინამ "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და პალესტინის ჯგუფის ფინანსური აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.

არგენტინის პრეზიდენტის ოფისმა გადაწყვეტილება 12 ივლისს გამოაცხადა და ისრაელის 76-წლიან ისტორიაში 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმას ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა უწოდა.

არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ საკუთარი "ურყევი სურვილი, აღიაროს ტერორისტები ისეთებად, როგორებიც არიან", გაამჟღავნა. 

მსგავსი სიახლეები