ალეკ ბოლდუინი უდანაშაულოდ ცნეს

13.07.24 14:54
ალეკ ბოლდუინი უდანაშაულოდ ცნეს

ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი ალეკ ბოლდუინი უდანაშაულოდ ცნეს - ნიუ-მექსიკოს მოსამართლემ, მერი მარლოუ სომერმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ დამალა მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს კინემატოგრაფისტ ჰალინა ჰაჩინსის სასიკვდილო სროლას ვესტერნის ფილმის გადასაღებ მოედანზე.

"სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის განზრახ დამალვა იყო მიზანმიმართული..." - განაცხადა მოსამართლემ.

ცნობისთვის, შემთხვევა 22 ოქტომბერს მოხდა. ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის, ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.

მსგავსი სიახლეები