ჩვენ ვერ დაველოდებით კიდევ 75 წელს უკრაინის [NATO-ში] გაწევრიანების აღსანიშნავად - კულება
![ჩვენ ვერ დაველოდებით კიდევ 75 წელს უკრაინის [NATO-ში] გაწევრიანების აღსანიშნავად - კულება](https://cdn.tvpirveli.ge/w/2407/32/89/82/5fdf65146b394d0ebe36530310d1c296/1676986450-dmitro-kuleba.jpg)
"ჩვენ ვერ დაველოდებით კიდევ 75 წელს უკრაინის [NATO-ში] გაწევრიანების აღსანიშნავად," - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას თქმით, უკრაინა ნატოს წევრი უნდა გახდეს, რათა ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყოს.
ჩვენ სრულიად ბედნიერი ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ამის დაპირება შესრულდება. ბოლო დღეებში მოვისმინეთ ძალიან დამამშვიდებელი გზავნილები ყველა დონეზე, რომ წევრობის გზა შეუქცევადია, რომ უკრაინა NATO-ში იქნება... მაგრამ ჩვენ ვერ დაველოდებით კიდევ 75 წელს უკრაინის გაწევრიანების აღსანიშნავად," - განაცხადა კულებამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოკავშირეები საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებენ, მაგრამ რა ვადაში, ეს კულებასთვისაც უცნობია.
ჩვენ ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, იჩქარონ დაპირებულის მიწოდება, რადგან ჩვენ ეს გვჭირდება აქ და ახლა, რათა დავიცვათ ჩვენი ქალაქები, როდესაც საქმე ეხება ჩვენს საჰაერო თავდაცვას, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და რუსი დამპყრობლების განადგურებას," - თქვა კულებამ.