თავდასხმა დონალდ ტრამპზე - პრეზიდენტობის კანდიდატს სიტყვით გამოსვლისას ესროლეს
პენსილვანიაში პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას სროლა მოხდა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
უშიშროების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი სცენას გაარიდეს. ტრამპი სიტყვის გამოსვლისას მიწაზე დაეცა. მას გარშემო შეიარაღებული დაცვა შემოეხვია, პრეზიდენტობის კანდიდატი ძირს 3 წუთის განმავლობაში იწვა. ამის შემდეგ ტრამპი ფეხზე წამოდგა და მუშტი მოიღერა. ის ადგილიდან გაიყვანეს, ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს, - იუწყება გამოცემა.
ვიდეოში ჩანს, რომ ტრამპს ყურთან სისხლი აქვს.
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის მდგომარეობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.