შეიარაღებული თავდასხმა ტრამპზე - თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ ადამიანის ვინაობა, ვინც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა. ის 20 წლის თომას მეთიუა. ამის შესახებ The New York Post იტყობინება.
გამოცემის წყაროების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი სცენიდან 119 მეტრის მეტ მანძილზე, საწარმოო ქარხნის სახურავზე იჯდა.
როგორც აღინიშნა, სამართალდამცავები თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობენ.
AP-ის წყაროს თქმით, სამართალდამცავებმა სროლის ადგილზე AR-ის სტილის თოფი იპოვეს. აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა სცენის მიმართულებით ცხრაჯერ გაისროლა.