"ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის" - ბაიდენმა ტრამპზე თავდასხმა დაგმო

14.07.24 10:29
"ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის" - ბაიდენმა ტრამპზე თავდასხმა დაგმო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპზე შეიარაღებულ თავდასხმას გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო. ჯო ბაიდენის თქმით, "ამგვარ ძალადობას ამერიკაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს". 

შემატყობინეს პენსილვანიაში დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესახებ. მიხარია, რომ ის უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ისევე როგორც ყველასთვის, ვინც აქციაზე იყო. ველოდებით დამატებით ინფორმაციას, – აღნიშნა მან X ქსელში.

მსგავსი სიახლეები