პუტინის ახალი კანონი - რუსი დიქტატორი დუმას დეპუტატებს რუსეთიდან გამგზავრებას უკრძალავს
პუტინი დუმას დეპუტატებს რუსეთიდან გამგზავრებას უკრძალავს. რუსმა დიქტატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პოლიტიკოსებს, გასამგზავრებლად საჭირო ნებართვის აღებას ავალდებულებს, თუმცა თუ ვინმე ამ კანონს დაარღვევს, შესაძლოა, მან მანდატიც დაკარგოს.
შეზღუდვები სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებს შეეხებათ. კრმელში ამტკიცებენ, რომ ამ კანონის მიღება რუსეთის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გამო გადაწყვიტეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ მოაწერს ხელს დეპუტატების სამოგზაურო ნებართვებს.