დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა აშშ-ში - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

14.07.24 13:27
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა აშშ-ში - თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ექსპრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა აშშ-ში - დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას FBI ავრცელებს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატზე განხორციელული თავდასხმის საქმეს იძიებს და დამატებით საფრთხეებს აანალიზებს.

გამოძიების ფედერალურ ბიუროს აინტერესებს, რა მოხდა, როგორ შეაღწია საიდუმლო სამსახურების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა ახალგაზრდამ და მოქმეედბდა თუ არა ის მარტო. 

ოცი წლის თომას მეთიუ კრუქსმა ტრამპს 150 მეტრის დაშორებიდან, ერთ-ერთი შენობის სახურავიდან ესროლა. FBI ჯერ არ ამბობს, რა ტიპის იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი  დონალდ ტრამპს, რომელიც თავდასხმის შემდეგ  ნიუ-იორკში გაფრინდა.

პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გამო საზაფხულო არდადაგები შეწყვიტა ჯო ბაიდენმა და დელავერიდან ვაშინგტონში, თეთრ სახლში დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები