"გავიგე სროლის ხმა და შემდეგ პანიკა დაიწყო" - ტრამპის ფოტოგრაფი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

დონალდ ტრამპის ფოტოგრაფი, რომლემაც მოვლენათა გავითარება ფირზე ასახა, მომხდარს იხსენებს. კაცი ამბობს, რომ ყელაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც გასროლის ხმა გაიგო და აურზაური ატყდა, სცენაზე ავიდა და ფოტოების გადაღება დაიწყო.
დონალდ ტრამპს ვუღებდი ფოტოებს, სცენის პირდაპირ ვიდექი, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გავიგე სროლის ხმა და შემდეგ პანიკა დაიწყო. გავიხედე სცენაზე და დავინახე დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ტრამპზე იყვნენ გადაფარებულები. ამ მომენტში ავედი სცენაზე და დავიწყე ფოტოსურათების გადაღება . დავინახე საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც ადგილზე სწრაფად გაჩნდნენ. სცენის მეორე მხარეს გვაიქეცი, სწორედ ამ დროს გაიყვანეს მათ ექსპრეზიდენტი სცენიდან . დავინახე სისხლის მის სახეზეც , რომელიც ფოტოებზეც ჩანს . არ ვიცი რატომ მოსდიოდა სისხლი. დაცვამ ის დაბლა ჩამოიყვანა და სწრაფადვე ჩასვეს მანქანაში. ვერ გეტყვით რამდენი რო დასჭირდათ გასროლიდან ტრამპის გაყვანამდე, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. როესაც გავიგე გასროლის ხმა, მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა აღმებეჭდა. ეს ამერიკის ისტორიის ნაწილია, - ამბობს ფოტოგრაფი.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარამჭერებტან შეხცედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 9 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის.
ასევე ცნობილი ხდება, რომა შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი ესმხვერპლა.