რუსეთი ამტკიცებს, რომ ტრამპზე თავდასხმა ბაიდენის ადმინისტრაციის პროვოცირებული იყო

14.07.24 19:19
რუსეთი ამტკიცებს, რომ ტრამპზე თავდასხმა ბაიდენის ადმინისტრაციის პროვოცირებული იყო

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმას რუსეთი მყისიერად გამოეხმაურა. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პროვოცირებული იყო.

ჩვენ არ გვჯერა, რომ ტრამპის ლიკვიდაციისა და მოკვლის მცდელობა ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული... მაგრამ კანდიდატი ტრამპის გარშემო არსებულმა ატმოსფერომ პროვოცირება მოახდინა იმის, რასაც დღეს ამერიკას აწყდება,- თქვა პესკოვმა.

გარდა ამისა, ტერორისტული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძლვილს აღვივებს“.

„ზუსტად 2 თვის წინ გავამახვილე ყურადღება. შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, ხელს უწყობენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას და ასევე მოვიყვანე პრეზიდენტებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების მკვლელობების ამერიკული ტრადიციის მაგალითები“, - წერს იგი თავის Telegram-ზე.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბაიდენის პასუხისმგბელობას ხედავს "ქართული ოცნებაც". სახელისუფლები პარტიის წევრები დღეს ამტკიცებდნენ, რომ ტრამპზე ტავდამსხმა გლობალურმა ომის პარტიამ დაგეგმა. 

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. 20 წლის ახალგაზრდამ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან მას 9 ტყვია ესროლა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს ყური აქვს დაზიანებული და სისხლი მოსდის. 

ასევე ცნობილი ხდება, რომა შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი ესმხვერპლა. 

 

მსგავსი სიახლეები