რუსეთს დრონებით შეუტიეს - ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ 22 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა

ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთზე დრონების მასირებული შეტევა მოიგერია. უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სულ 22 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მათ შორის ერთი ლიპეცკის რეგიონში, 15 ბრაიანსკში, ექვსი კი ჯერ კიდევ ოკუპირებულ ყირიმზე.
ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი ტელეგრამ არხზე წერს, რომ ერთი დრონი ბრასოვსკის და პოგარსკის რაიონებში, ხოლო ოთხი სევსკის რაიონში გაანადგურეს.
ზლინკოვსკის რაიონზე განადგურდა სამი თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. კიდევ ერთი მტრის თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ტრუბჩევსკის რაიონში გავანეიტრალეთ. ხუთი თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა სევსკის რაიონში, კიდევ ერთი მტრის უპილოტო საფრენი აპარატი კომარიჩსკის რაიონში გავანეიტრალეთ, - წერს ბოგომაზი.
7:32 საათზე ბოგომაზმა განაცხადა, რომ სევსკის რაიონში ცაში კიდევ ერთი დრონი იქნა განადგურებული. მისი თქმით, უპილოტო თვითმფრინავების მასიური თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.