"გავერთიანდეთ, დავდგეთ სიძულვილზე მაღლა" - მელანია ტრამპი განცხადებას ავრცელებს

დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანიამ ქმრის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ახლა ვფიქრობ თქვენზე, ჩემო თანამემამულე ამერიკელებო. ჩვენ ყოველთვის უნიკალური გაერთიანება ვიყავით. ამერიკა, ჩვენი ნაზი ერის ქსოვილი დაზიანებულია, მაგრამ ჩვენი გამბედაობა და საღი აზრი უნდა ამაღლდეს და კვლავ გაგვაერთიანოს. როცა დავინახე, როგორ მოხვად სასტიკი ტყვია ჩემს მეუღლეს დონალდს, მივხვდი, რომ ჩემი და ბარონის (ტრამპის 18 წლის ვაჟის - რედ.) ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზეა“, - დაწერა X-ზე მელანია ტრამპმა.
მელანია ტრამპმა მადლობა გადაუხადა დაზვერვის აგენტებს და სამართალდამცავებს, რომლებიც იცავდნენ ექს-პრეზიდენტს, ასევე მიუსამძიმრა სროლის დროს დაშავებული ადამიანების ოჯახებს.
მონსტრი, რომელმაც ჩემი ქმარი არაადამიანურ პოლიტიკურ მანქანად აღიარა, ცდილობდა ჩაეხშო დონალდის ვნება - სიცილი, შემოქმედება, მუსიკის სიყვარული და შთაგონება. ჩემი ქმრის ცხოვრების ძირითადი მხარე - მისი ადამიანური მხარე - დამარხული იყო პოლიტიკური მანქანის ქვეშ. დონალდი გულუხვი და მზრუნველი ადამიანია, რომელთან ერთადაც საუკეთესო და ცუდი დროც გამოვიარე“, - დასძინა ყოფილმა პირველმა ლედიმ.
მან ასევე საზოგადოებას მოუწოდა, არ დაივიწყონ სიყვარული, თანაგრძნობა, სიკეთე და ემპათია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.
გარიჟრაჟი ისევ აქ არის. მოდით, გავერთიანდეთ. ახლა. ამ დილით, ამაღლდით სიძულვილზე, ბოროტებასა და უბრალო იდეებზე, რომლებიც ძალადობას იწვევს. ჩვენ ყველანი ვმივისწრაფით სამყაროსკენ, სადაც პატივისცემა პირველ ადგილზეა, ოჯახი პირველ ადგილზეა და სიყვარული პირველ ადგილზეა, - განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ.