გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ - მაკრონი პრეზიდენტს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის - მაკრონი სოციალურ ქსელ "X"-ზე "ბასტილიის დღესთან" დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას ეხმაურება და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს.
მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე.
გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოვებს", - წერს მარკონი.
ცნობისთვის, 14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე აღინიშნება. 1789 წლის 14 ივლისს ბასტილიის შტურმი საფრანგეთის რევოლუციაში მნიშვნელოვანი სიმბოლური განვითარება იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა:
საფრანგეთის რესპუბლიკას ვულოცავ 14 ივლისს. 235 წელია საფრანგეთი და ფრანგი ხალხი ერთგულია ამ ისტორიული დღის იდეალების: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ჩემი საუკეთესო სურვილები საფრანგეთს და მის ხალხს! გაუმარჯოს საქართველოს და საფრანგეთის მეგობრობას!", - წერს ზურაბიშვილი.