ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა

დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა - როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "Truth Social"-ზე წერს, გადაწყვეტილება ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღო და ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი აირჩია.
ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ და უამრავი სხვა ადამიანის უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად ყველაზე შესაფერისი ადამიანი არის სენატორი ჯეი დი ვანსი, დიდებული ოჰაიოს შტატიდან“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.