ვინ დაიკავებს ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტს? - სტრასბურგში არჩევნები იწყება

ვინ დაიკავებს ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტს? სტრასბურგში არჩევნები წუთი-წუთზე იწყება. თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი - მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ირენ მონტერო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი კენჭისყრა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2022 წლიდან ხელმძვანელობს. მისი კონკურენტი კი ამ არჩევნებზე ირენ მონტეროა- ესპანელი პოლიტიკოსი, მემარცხენე პარტია „პოდემოსის“ წარმომადგენელი.