ტყვიამ ტრამპს ყური მოაგლიჯა - ყოფილი პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრაზე პირველად გამოჩნდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში მკვლელობის მცდელობის შემდეგ საზოგადოებაში გამოჩნდა. რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე პოლიტიკოსი ყურშეხვეული მივიდა. CNN-ის ცნობით, დიდი თეთრი სახვევი ტრამპს მარჯვენა ყურის უმეტეს ნაწილს უფარავდა.
ორშაბათს თეთრი სახლის ექიმმა, რონი ჯექსონმა თქვა, რომ ტყვიამ პრეზიდენტობის კანდიდატს ყურის ნაწილი მოაგლიჯა.
პოლიტიკოსი კონვენციაზე თავის კოლეგასთან, ოჰაიო სენატორ ჯ.დ. ვენსთან ერთად მივიდა. არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშ ვენსს სავარაუდო ვიცე-პრეზიდენტად მოიაზრებენ.