თურქეთში ტურისტული ავტობუსი სამ ავტომობილს და სახლს შეეჯახა - გარდაცვლილთა შორის 11 წლის ბავშვია

16.07.24 16:55
თურქეთში ტურისტული ავტობუსი სამ ავტომობილს და სახლს შეეჯახა - გარდაცვლილთა შორის 11 წლის ბავშვია

თურქეთში ავტობუსი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა - მუგლეს პროვინციაში მომხდარ ავარიას  2 მგზავრი ემსხვერპლა 35 კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 11 წლის ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმები 9 დაშავებულის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ. 

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც გაჩერებულ 3 ავტომობილს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელს შეეჯახა.