ისრაელმა "ჰესბოლას" ობიექტებს დაარტყა

ისრაელმა "ჰესბოლას" ობიექტებს დაარტყა - ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ ლიბანის რამდენიმე ქალაქში "ჰეზბოლას" ტერორისტული ინფრასტრუქტურა მოიერიშე თვითმფრინავებით გაანადგურეს, ერთ-ერთ სოფელში კი საფრთხე არტილერიის გამოყენებით გაანეიტრალე. თავდაცვის ძალების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ღამით ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 15 რაკეტა გაისროლეს, რომელთა ნაწილი საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, ნაწილი კი - ღია ადგილებში დაეშვა.