ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებების სახით წარადგინა

17.07.24 12:06
ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებების სახით წარადგინა

"ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკის მიუხედავად, შტატები ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე უარს არ ამბობს. ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორებების სახით წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ქალბატონმა შაჰინმა შესწორება წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს”. – წერია ვებგვერდზე.

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს, რომ შესწორება მოითხოვს სანქციებს და დამატებით ზომებს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.

"ქართველი ხალხის აქტში",  სენატორი შაჰინი შტატების ხელისუფლებას ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაძლიერებას, "ოცნების" ლიდრებითვის კი სანქციების დაწესებას ითხოვს.