ჟორდანიას არ მოეწონა, როცა მის ქმარს ქუჩაში "მონა" ეძახეს
ხათუნა ჟორდანიას არ მოეწონა, როცა მის ქმარს, "ოცნების" წევრს, ზურა ხაჩიძეს ქუჩაში "მონა" ეძახეს.
კითხვაზე, მოსწონს თუ არა ის ძალადობა, რაც აქციებზე ახალგაზრდების მიმართ სამართლადმაცვლებმა გამოიყენეს, ჟორდანია ამბობს, რომ, ძალადობას არ ემხრობა, თუმცა აღნიშნავს, რომ უარესი აქვს მას და თავის ოჯახს გადატანილი წინა ხელისუფლების დროს.
მე ჩემს თავზე, რა თქმა უნდა, არ მომწონდა და მეტსაც გეტყვით, მე უარესი მაქვს წინა ხელისუფლების დროს ჩემს თავზე გამოვლილი და რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი მომეწონოს, მაგრამ მეორეს მხრივ, არც ის არმომწონს, როგორი აგრესიაა და როგორც ექცევიან ადამიანებს, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც ისინი, თუნდაც ჩემი ქმარი, რომელსაც ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენეს, არც ეს არ მომწონს", - ამბობს ხათუნა ჟორდანია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ზურა ხაჩიძეს მოქალაქეებმა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ და ევეროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში დგანან მონა უწოდეს.