რუსული ტყვეობიდან 95 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა

17.07.24 17:29
რუსული ტყვეობიდან 95 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა

რუსული ტყვეობიდან 95 უკრაინელი ჯარისკაცი გათავისუფლდა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.  ირკვევა, რომ გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და მესაზღვრეები. 

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებას. კიდევ 95 დამცველი გათავისუფლდა რუსული ტყვეობიდან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ეროვნული გვარდია და მესაზღვრეები გაათავისუფლეს.

გაცვლა არაბეთის გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყნებს შორის ტყვეების გაცვლა 95-95 წესით მოხდა. 

უკრაინელი სამხედროების ტყვეობიდან დაბრუნების საკოორდინაციო შტაბში განმარტავენ, რომ ეს არის 54-ე გაცვლა ომის დაწყებიდან.

უკრაინაში 3405 ადამიანი დაბრუნდა. მათ შორის, ვინც ახლა გაცვალეს, არის 23 მარიუპოლის მცველი, მათ შორის 13, ვინც  აზოვსტალს იცავდა. 

მსგავსი სიახლეები