ჯო ბაიდენს Covid-19 დაუდასტურდა
ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ირკვევა, რომ 81 წლის ბაიდენმა ანტივირუსული პრეპარატის Paxlovid-ის პირველი დოზა უკვე მიიღო.
პრეზიდენტი დელავერის რეზიდენციაში, იზოლაციაში გადავიდა. თვითმფრინავის ტრაპზე ასვლამდე ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. "მე კარგად ვგრძნობ თავს"
აღსანიშნავია, რომ ბაიდენს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს მაშინ, როცა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეშფოთებები არსებობს.
ბაიდენს კორონავირუსი მესამედ დაუდასტურდა.