ტაილანდში ციანიდით 6 ადამიანი მოკლეს

ტაილანდში, ციანიდის მოწამვლის შემდეგაც, 6 ადამიანი გარდაიცვალა.
შემახვევა ბანგ-კოკის სასტუმროში მოხდა. პოლიციისა და სამედიცინო დაწესებულების ცნობით, სწრაფი მოქმედების, მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს როგორც გვამების გაკვეთის დროს, ისე ძვირადღირებული სასტუმრო Grand Hyatt Erawan-ის იმ ნომრის ჩაიდანსა და ჭიქებზე, სადაც დაღუპულთა ცხედრები იპოვეს.
ადგილობრივი გამოძიების ინფორმაციით, მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერების კვალი, სასმელ ჭიქებსა და ჩაიდნებზე აღმოაჩინეს. არსებობს ეჭვი, რომ ციანიდი სწორედ ერთ-ერთმა დაღუპულმა შეურია წყალში. მიზეზი კი შესაძლოა, იყოს ფინანსური დავა, რომელიც დაღუპულებს ჰქონდათ.
დაღუპულები ეთნიკურად ვიეტნამელები იყვნენ. მათგან ორს აშშ-ს მოქალაქეობა ჰქონდა. დაღუპულთაგან ოთხი კი ვიეტნამის მოქალაქეა.