ბრალდებულია 350 მილიონი ევროს გაფლანგვაში - ვატიკანში კარდინალ ბეჩიუს პროცესი დაიწყო

28.07.21 19:57
ბრალდებულია 350 მილიონი ევროს გაფლანგვაში - ვატიკანში კარდინალ ბეჩიუს პროცესი დაიწყო

ვატიკანში სკანდალური სასამართლო პროცესი დაიწყო, რომის პაპის გარემოცვის უახლოესი წევრი, კარდინალი ჯოვანი ანჟელო ბეჩიუ, 350 მილიონი ევროს გაფლანგვაშია ბრალდებული. ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოძიების ინფორმაციით, კარდინალი ვატიკანის ფინანსური სამსახურის შემოწირულობების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და კათოლიკური ეკლესიის მილიონობით ევროს ინგლისში, ჩელსიში,  საკუთარი უძრავი ქონების შესაძენად იყენებდა.

73 წლის კარდინალი წარდგენილ ბრალდებას უარჰყოფს. 

მას შემდეგ, რაც ვატიკანმა ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხის გაქრობის შესახებ აღმოაჩინა, გამოძიება სხვა პირებთან ერთად კარდინალ ბეჩიუს 2 წლის განმავლობაში უთვალთვალებდა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ კარდინალმა ეკლესიის შემოწირულობებიდან მილიონობით ევრო ლონდონის უნივერმაგ Harrods,-ის შესაძენად გამოიყენა და ის ფეშენებლურ აპარტამენტად გადააკეთა.

გამოძიებამ კარდინალის თანამზრახველების ვინაობაც დაადგინა, სულ 9 კაცი. მათ შორის, შვეიცარიელი ადვოკატი, კარდინალის პირადი თანაშემწე და ვატიკანის მაღალი სასულიერო პირები. ყველა მათგანი წარდგენილ ბრალს უარჰყოფს. მისი დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს თავისუფლების აღკვეთა, ან ჯარიმა ელოდებათ, ან ორივე ერთად.

 

 

 

მსგავსი სიახლეები