რუსული საფრთხე ევროპის საზღვრებს მოადგა - კირ სტარმერი

18.07.24 15:22
რუსული საფრთხე ევროპის საზღვრებს მოადგა - კირ სტარმერი

რუსული საფრთხე ევროპის საზღვრებს მოადგა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

სტრამერმა უკრაინის ბრძლას თავიანთი სამშობლოს დასაცავად ევროპელი ხალხისთვის ბრძოლა უწოდა და პრეზიდენტ ზელენსკის ამისთვის მადლობა გადაუხადა.

გაერთიანებული სამეფოს ლიდერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა უკრაიანის მიმართ და რუსული აგრესიიის ერთიანი ძალებით შეჩერებაზე ისაუბრა.

გვინდა ვიმუშაოთ ყველასთან, რომ ჩამოვაყალიბოთ ურთიეთობები და აღმოვაჩინოთ საერთო ინტერესები. ჩვენ გვაქვს გადაუდებელი ამოცანა. ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ყოველ დღე, უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ ევროპელი ხალხისთვის. ჩვენ გვინდა ამ კონტინენტზე ვიცხოვროთ თავისუფლებაში, დემოკრატიაში და კანონის უზენაესობაში და გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობით. პრეზიდენტო ზელენსკი, შენი ბრძოლა ამ ღირებულებების დასაცავად საოცარია. ეჭვი აქ მეპარება, რომ ვიდგებით თქვენს გვერდით იქამდე სანამ საჭირო იქნება. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პირველ რიგში უკრაინას გამოვუცხადოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა და გავერთიანდეთ იმ ღირებულებების მიღმა, რომელსაც ასე ვაფასებთ და დავუპირისპირდეთ და დავამარცხოთ აგრესია ჩვენს კონტინენტზე ერთად, რადგან რუსული საფრთხე ევროპის საზღვრებს მოადგა. ბევრმა ჩვენგანმა დაინახა თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე. ადამიანები ჩვენს ქუჩებში გახდნენ სამიზნე, სამხედრო თვითმფრინავები ჩვენს სივრცეში შემოდის.  მოლდოვასა და დასავლეთ ბანკანეთში კი საფრთხე უფრო აშკარაა", - განაცხადა კირ სტარმერმა.

დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი უკვე დასრულდა. სამიტს 47 სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სამიტზე მთავარი განსახილველი თემები უკრაინის დახმარება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და მიგრაცია იყო

სამიტის დასრულების შემდეგ დაიწყება პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას ირაკლი კობახიძეც მიიღებს და მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელებს ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები