ჩვენ გვჭირდება მეტი უსაფრთხოება და სტაბილურობა - მიშელი

18.07.24 17:09
 ჩვენ გვჭირდება მეტი უსაფრთხოება და სტაბილურობა - მიშელი

ჩვენ გვჭირდება მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიშელის თქმით, ლიდერების შეკრება პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფორმატში მნიშვნელოვანია, რათა განხილულ იქნას ის გამოწვევები, რაც მსოფლიოს წინაშე დგას.

ჩვენ ვუმკლავდებით განსაკუთრებულად მძიმე გამოწვევებს ევროპაში და მსოფლიოს გარშემო. ჩვენ გვჭირდება მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა, კეთილდღეობა, ამიტომ კარგია, რომ ლიდერები ერთმანეთს ესაუბრებიან, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია კავშირების და ჩვენი ამბიციების გაძლიერება", - განაცხადა მიშელმა. 

დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი უკვე დასრულდა. სამიტს 47 სახელმწიფოს მეთაური ესწრებოდა. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სამიტზე მთავარი განსახილველი თემები უკრაინის დახმარება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და მიგრაცია იყო

მსგავსი სიახლეები