დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 11 გემს სანქციები დაუწესა

18.07.24 20:14
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 11 გემს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 11 გემის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქცირებულია ის ხომალდები, რომლებმაც ნავთობი ან ნავთობპროდუქტები რუსეთიდან მესამე ქვეყნებში გადაიტანეს G7-ის ქვეყნების დაწესებული ლიმიტის დარღვევით - ბარელზე 60 დოლარზე მეტით.

სიას დაემატა გემები, რომლებიც პანამის, გაბონის და კუკის კუნძულების დროშების ქვეშ გადაადგილდებიან ისეთი სახელებით, როგორიცაა Amur Bay ან SCF Pechora. 

მსგავსი სიახლეები