"შემიძლია შევაჩერო ნებისმიერი ომი სატელეფონო ზარით" - ტრამპი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თანახმაა რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
ასე რომ, ამაღამ, რწმენითა და ერთგულებით, სიამაყით ვიღებ თქვენს კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე,- თქვა ტრამპმა, რომელსაც CNN ციტირებს.
თავის გამოსვლაში პოლიტიკოსმა მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და ომებზეც ისაუბრა.
მე მოვუღებ ბოლოს ამ ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის საშინელ ომს რუსეთთან და უკრაინასთან, რომელიც არასდროს მოხდებოდა ,მე რომ პრეზიდენტი ვიყოფილიყავი, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
ტრამპის თქმით, აშშ-ს სხვა პრეზიდენტების დროს რუსეთის ფედერაცია შეიჭრა საქართველოში, დაიპყრო ყირიმი და „ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში მას მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურს“, რაც მისი მმართველობის დროს არ მომხდარა.
მე შევწყვეტ ამ ომებს მხოლოდ სატელეფონო ზარით. მე შემიძლია შევაჩერო ნებისმიერი ომი სატელეფონო ზარით", - ამტკიცებს ტრამპი.