დემოკრატები ჯო ბაიდენს არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ურჩევენ

გამოეთიშება თუ არა საპრეზიდენტო რბოლას ჯო ბაიდენი? გამოცემა "ტელეგრაფი" წერს, რომ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს კანდიდატურის მოხსნას ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა სთავაზობს. მთავარი, რის გამოც ბაიდენს დაფიქრებას ურჩევენ, ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის განწყობებია, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაში არსებობს.
კიდევ ერთი გამოცემა "აქსიოსი" კი წერს, რომ შესაძლოა, ბაიდენი კანდიდატურის მოხსნაზე დემოკრატებმა მომავალი კვირის ბოლომდე დაითანხმონ. მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ტრამპის რეიტინგი გაიზარდა, რის გამოც ბაიდენს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მისი დამარცხება და კონგრესში უმრავლესობის მოპოვება მისთვის რთულად შესასრულებელი მისია იქნება.