სომხეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 2 პირი

19.07.24 18:29
სომხეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 2 პირი

სომხეთში, კოტაიქის რაიონში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი. 

ავიაკატასტროფა განიცადა YAK 52 -მა, რომელიც სასწავლო ფრენას ასრულებდა. დაღუპულები არიან უფროსი ლეიტენანტი არმენ ისახანიანი და იუნკერი არმენ ხაჩატრიანი.

„სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები