ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

19.07.24 19:23
ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 30 წლის გერმანიის მოქალაქეს, რიკო კრიგერს, მინსკის საოლქო სასამართლომ განაჩენი ჯერ კიდევ 24 ივნისს გამოუტანა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

მას სისხლის სამართლის ექვს სტატიის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნა,” “სააგენტო საქმიანობა,” “ტერორისტული აქტი,” “ექსტრემისტული ფორმირების შექმნა,” “სატრანსპორტო საშუალების ან კავშირის საშუალების განზრახ მწყობრიდან გამოყვანა,” “ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებები.”

ამ მომენტისთვის უცნობია შევიდა სასიკვდილო განაჩენი კანონიერ ძალაში თუ გასაჩივრდა. აღინიშნება, რომ კრიგერის წინააღმდეგ პროცესი 6 ივნისს დაიწყო და სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი 18 დღის შემდეგ გამოიტანა.

 

მსგავსი სიახლეები