პოლონეთის მთავრობა უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების გადაცემის პროცესს დააჩქარებს - ზელენსკი

19.07.24 20:25
პოლონეთის მთავრობა უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების გადაცემის პროცესს დააჩქარებს - ზელენსკი

პოლონეთის მთავრობა უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების გადაცემის პროცესს დააჩქარებს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც  „ბლუმბერგი“ წერს, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ამ ზაფხულს – ექვს, წლის ბოლომდე კი სულ 20-მდე F-16-ს მიიღებს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შეხვდა პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს  „უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად“.

ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ამასთან არც პოლონეთის მთავრობას გაუვრცელებია საჯარო განცხადება.

 

როგორც  „ბლუმბერგი“ წერს, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ამ ზაფხულს – ექვს, წლის ბოლომდე კი სულ 20-მდე F-16-ს მიიღებს.