რუსების სარაკეტო თავდასხმა ნიკოლაევზე - დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია

19.07.24 22:59
რუსების სარაკეტო თავდასხმა ნიკოლაევზე - დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია

რუსების სარაკეტო თავდასხმა ნიკოლაევზე. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაშავებულია 5 და დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.

„რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ნიკოლაევზე, სახლის მახლობლად სათამაშო მოედანზე. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია ხუთი ადამიანი. ამ დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები