ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი უნგრეთში ნოემბერში გაიმართება

20.07.24 16:32
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი უნგრეთში ნოემბერში გაიმართება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი შვიდ ნოემბერს უნგრეთში გაიმართება.

დასავლური მედიის შეფასებით, ეს შესაძლებლობა, შესაძლოა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც გამოიყენოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ორბანის „სამშვიდობო მისიას“ ემთხვევა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორ დღეში ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები