ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია - ბორის ჯონსონი

21.07.24 10:41
ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ფიქრობს, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ამ პოსტზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს უკრაინის სახელმწიფოს გადარჩენა შეუძლია. 

ამ კვირაში დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, როგორც არასდროს, დავრწმუნდი, რომ მას აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა მედიასთან.

ჯონსონმა ასევე უკრაინასთან მიმართებით  ტრამპის შესაძლო სამშვიდობო გეგმა აღწერა.

მე მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია ამის დასრულება იმ სწორი პირობებით, რომელიც უკრაინისა და დასავლეთს გააჩნია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ზუსტად არ ვიცოი, რას გააკეთებს ის არჩევის შემთხვევაში, მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, - აღნიშნა ჯონსონმა.