ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება.
გადაწყვეტილებას ბაიდენი საკუთარი ქვეყნის და ამერიკელი ხალხის ინტერესებით ხსნის.
ჩემთვის უდიდესი პატივია ცხოვრებაში, გემსახუროთ პრეზიდენტად. მართალია, კვლავ არჩევას ვესწრაფოდი, ვთვლი, რომ ჩემი პარტიის და ქვეყნის ინტერესებშია, გადავდგე და ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დავუთმო მთელი ყურადღება დარჩენილ ვადაში”- ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
ბაიდენი ასევე წერს, რომ ის მხარს უჭერს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს კამალა ჰარისს, რომელიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დასახელდა. აშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და “დაამარცხონ ტრამპი”.