რუსეთი ისევ დრონებით იერიშებს უჩივის

22.07.24 10:37
რუსეთი ისევ დრონებით იერიშებს უჩივის

რუსეთი ისევ დრონებით იერიშებს უჩივის. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვა ამტკიცებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება შეძლეს.

უწყების ცნობით, როსტოვის ოლქის თავზე საჰაერო თავდაცვამ 47 დრონი გაანადგურა, აზოვისა და შავი ზღვების წყლებზე - 17, კრასნოდარის მხარეში - 8 და თითო დრონი რუსეთის ფედერაციის კიდევ სამ რეგიონში - სმოლენსკში, ვორონეჟსა და ბელგოროდში გაანეიტრალეს. 

კრასნოდარის მხარეში მდებარე ქალაქ ტუაფსეს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ღამით აფეთქებების ხმები გაიგონეს.  

SHOT-ის ცნობით, დრონების სამიზნე ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ადგილობრივი ქარხანა აღმოჩნდა.

ადგილობრივი ნავთობის საწყობის მიმართულებით აფეთქებების ხმა გაისმა დაახლოებით 3:30 წუთზე, მანამდე კი თვითმხილველებმა უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის დამახასიათებელი ხმები გაიგონეს, - აცხადებს რუსეთის თავდაცვა. 

დილით ქალაქში აფეთქებების მეორე სერია გაისმა. მოგვიანებით, კრასნოდარის ტერიტორიის ოპერატიული შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტუაფსეში, „უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის“ შედეგად, დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურა.

VChK-OGPU არხის ცნობით, როსტოვის ოლქის ქალაქ მოროზოვსკში უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა სამხედრო აეროდრომს და ხანძარი გაჩნდა.